Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგეგმება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულად ამოქმედების გადავადება


საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს განიხილა ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლითაც ორი წლით გახანგრძლივდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დროებითი განსჯადობა. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2010 წელს დაინერგა, ხოლო ამ ინსტიტუტის მონაწილეობით პირველი სასამართლო პროცესი 2011 წელს ჩატარდა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულმასშტაბიანი ამოქმედება – ყველა იმ სისხლის სამართლის დანაშაულის მიმართ, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს – 2014 წლის 1 ოქტომბრიდან იგეგმება, არსებული კანონის თანახმად, რომელიც ასევე ითვალისწინებს ამ სისტემის გამოყენებას არა მხოლოდ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, არამედ ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს სისტემის სრული გამოყენების გადავადებას 2016 წლის 1 ოქტომბრამდე.

XS
SM
MD
LG