Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში შოტლანდიის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქში ათობით პირი შეიკრიბა შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის მხარდაჭერის გამოცხადების მიზნით. შოტლანდიაში 18 სექტემბერს ეწყობა რეფერენდუმი, რომლითაც უნდა გადაწყდეს ის გაერთიანებულ სამეფოში დარჩება, თუ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდება. სოხუმის თავისუფლების მოედანზე ახალგაზრდული ორგანიზაციების 100-მდე წევრი შეიკრიბა და შოტლანდიელების მიმართ სოლიდარობა გამოხატა. მათ ხელში აფხაზეთის და შოტლანდიის დროშები ეჭირათ. აქტივისტმა ალხაზ აჯინჯალმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აფხაზთა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შოტლანდიაში დამკვირვებელთა დელეგაციის გაგზავნა სურდათ, მაგრამ მათ ბრიტანეთის საელჩომ ვიზების გაცემაზე უარი უთხრა.

XS
SM
MD
LG