Accessibility links

რუსეთის უწყებებმა დააყადაღეს ყირიმელი თათრების მეჯლისის შენობა


რუსეთის ფედერალურმა ორგანოებმა დააყადაღეს ყირიმელი თათრების თვითმმართველი ორგანოს, მეჯლისის (საკრებულო) შენობა. შენობაში 18 სექტემბერს სასამართლოს 15-მდე აღმასრულებელი პირი მივიდა და იქ მყოფ ხალხს შენობის დატოვება მოსთხოვა, სიმფეროპოლის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე - რომელიც ყადაღას ადებს "ყირიმის ფონდის" მთელ საკუთრებას და საბანკო ანგარიშებს, მეჯლისის შენობის ჩათვლით. თათართა კონგრესის ხელმძღვანელი, ზაირ სმელდიაევი 18 სექტემბერს მეჯლისში გამოვიდა განცხადებით, რომ შენობის დაცლის ბრძანების გაცემის უფლება არავის აქვს 22 სექტემბრამდე, როცა შენობიდან გამოძევების თაობაზე სასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. ყირიმელი თათრების უმრავლესობა გამოვიდა მარტში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების წინააღმდეგ და ბოიკოტი გამოუცხადა 14 სექტემბრის ადგილობრივ არჩევნებს. 15 სექტემბერს სამმა ნიღბიანმა და შეიარაღებულმა კაცმა მეჯლისის შენობის თავზე აღმართული უკრაინის დროშა მოხსნა, მომდევნო დღეს კი შენობაში რუსეთის უშიშროების ძალებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

XS
SM
MD
LG