Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: ყირიმის ანექსირება ღალატის ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური შემთხვევაა


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ აშშ-ის კონგრესის ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას ითხოვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფა და უსაფრთხოების განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება. პოროშენკოს თქმით, მის არმიას მეტი შეიარაღება ესაჭიროება, როგორც ლეტალური, ისე არალეტალური. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საბნები და ღამის ხედვის მოწყობილობები, მაგრამ საბნებით ვერც ომს მოიგებ და ვერც მშვიდობას შეინარჩუნებ. უკრაინის რუსეთთან კონფლიქტს პოროშენკომ უწოდა ყველაზე ცუდი დაპირისპირება 1962 წლის კუბის კრიზისის შემდეგ. პოროშენკომ აშშ-ს მოუწოდა არ დაუშვას აგრესიის პირისპირ უკრაინის მარტო დარჩენა. პოროშენკომ აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას უახლეს ისტორიაში ღალატის ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური შემთხვევა უწოდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებას. მისი განცხადებით, კიევი ოკუპაციას „არც ერთ შემთხვევაში, არანაირ ფასად და არანაირ პირობებში“ არ შეურიგდება.

XS
SM
MD
LG