Accessibility links

logo-print

თეთრი სახლი უკრაინას 53 მილიონ დოლარს გამოუყოფს


18 სექტემბერს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ 53 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტს გამოუყოფს უკრაინისათვის. დახმარების უდიდესი მოცულობა, 46 მილიონი უკრაინელი სამხედროებისა და მესაზღვრეების უსაფრთხოების მხარდასაჭერადაა განკუთვნილი, 7 მილიონს უკრაინაში მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიები მიიღებენ. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ აშშ-ის კონგრესის ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას ითხოვა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფა და უსაფრთხოების განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება. პოროშენკოს თქმით, მის არმიას მეტი შეიარაღება ესაჭიროება, როგორც ლეტალური, ისე არალეტალური. დღის ბოლოს პეტრო პოროშენკო პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება.

XS
SM
MD
LG