Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიის პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს


ავსტრალიის პარლამენტმა გადაწყვიტა გაეძლიერებინა შენობაში არსებული უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ, რაც ქვეყნის უშიშროების სამსახურმა მოიპოვა ინფორმაცია ექსტრემისტების მიერ შესაძლო თავდასხმის შესახებ. ერთი დღით ადრე სიდნეიში მსხვილი ანტიტერორისტული რეიდი ჩატარდა. უშიშროების სამსახურის ცნობით „ისლამური სახელმწიფო“ ავსტრალიაში მკვლელობების განხორციელებას გეგმავს.

XS
SM
MD
LG