Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის პროექტს თბილისის მერია განახორციელებს


თბილისის მერიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის პროექტი გადაიბარა. მთავრობის სხდომიდან გამოსულმა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თვითმმართველობის ახალი კოდექსით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება გახდა ეს საკითხი. „გამოვაცხადებთ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს მშენებლობაზე, რომ სწრაფად დავიწყოთ ახალი თავშესაფრის მშენებლობის საკითხი", - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ახალი თავშესაფარი აშენდება, ე.წ. კარვების ქალაქი დაიხურება და იქ მყოფი ადამიანები თავშესაფარში გადავლენ.

XS
SM
MD
LG