Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატის კომიტეტის ახალი კანონით, უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი აშშ-ის მთავარი მოკავშირეები არიან


უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად არიან გამოცხადებულნი კანონში, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთიერობათა კომიტეტმა დაამტკიცა. დოკუმენტით, რომლის სახელწოდებაა უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტი, აშშ-მა მომავალი სამი წლის განმავლობაში 10 მილიონი დოლარი უნდა დახარჯოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსულენოვანი მაუწყებლობით მოსკოვის პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. კანონი ასევე ითვალისწინებს რუსეთის თავდაცვის, ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორებისთვის დაწესებული სანქციების გაფართოებას და უკრაინისთვის სამხედრო და არასამხედრო დახმარების გაწევას. ამავე დოკუმენტით სენატორები აშშ-ის პრეზიდენტისგან მოითხოვენ სანქციები გამოიყენოს თავდაცვის საშუალებებისა და იარაღის მწარმოებელი იმ რუსული კომპანიების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ უკრაინაში, საქართველოში, მოლდავეთსა და სირიაში სიტუაციის დესტაბილიზაციას და ასევე „გაზპრომის“ წინააღმდეგ, თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ ეს კომპანია ბუნებრივი აირის მიწოდებას უზღუდავს ნატოს ქვეყნებს, ან უკრაინას, საქართველოსა და მოლდავეთს.

XS
SM
MD
LG