Accessibility links

logo-print

კემერონი: შოტლანდიელებმა შეინარჩუნეს ოთხი ერისგან შემდგარი ქვეყნის ერთიანობა


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონის განცხადებით, მილიონობით სხვა ადამიანის მსგავსად ბედნიერია, რომ შოტლანდიელებმა შეინარჩუნეს ოთხი ერისგან შემდგარი ქვეყნის ერთიანობა. კემერონმა აღნიშნა, რომ შოტლანდიის თვითმმართველობის შემდგომი გაღრმავების პროექტი იანვარში გამოქვეყნდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შოტლანდიის მსგავსად საშინაო საკითხების გადასაწყვეტად მეტ ძალაუფლებას მიიღებენ ინგლისი, უელსი და ჩრდილოეთი ირლანდია.

XS
SM
MD
LG