Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დაიწყო სტრატეგიული სწავლება „ვოსტოკ 2014“


რუსეთის აღმოსავლეთში დაიწყო სტრატეგიული სწავლება „ვოსტოკ 2014,“ რომელშიც 100 ათასამდე სამხედრო მონაწილეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნაში, რომელიც აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის სახმელეთო, საზღვაო და საავიაციო პოლიგონებზე 25 სექტემბრამდე გაგრძელდება, მონაწილეობას მიიღებს 1000-ზე მეტი ტანკი, 120 სამხედრო თვითმფრინავი და 70 გემი. სამინისტროს ცნობითვე, სწავლებისას გამოყენებული იქნება ოპერატიულ-ტაქტიკური და ფრთოსანი რაკეტები.

XS
SM
MD
LG