Accessibility links

logo-print

საფრანგეთის ავიაციამ პირველი იერიში მიიტანა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე


საფრანგეთის სამხედრო ავიაციამ პირველი იერიში მიიტანა ერაყში რადიკალური დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე. საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ადმინისტრაციის განცხადებით, ავიაიერიშების შედეგად ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთში სრულადაა განადგურებული ექსტრემისტების ლოგისტიკური საწყობები. ადმინისტრაციის ცნობითვე, საფრანგეთის სამხედრო თვითმფრინავები ავიაიერიშებს უახლოეს დღეებში განაგრძობენ. საფრანგეთი პირველი სახელმწიფოა, რომელიც ერაყში რადიკალური დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ოპერაციას შეუერთდა.

XS
SM
MD
LG