Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვა აცხადებს, რომ რუსეთმა მისი თევსზსაჭერი ხომალდი დააკავა


ლიტვა აცხადებს, რომ რუსეთმა მისი თევსზსაჭერი ხომალდი დააკავა. საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსის თქმით, გემი სახელად „იუროს ვილკასი“ დააკავეს რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლისთვის, მაგრამ თავად დაკავება საერთაშორისო წყლებში მოხდა. ეკიპაჟი შედგება 28 კაცისგან, მათ შორის ლიტვის 2 მოქალაქეა. დანარჩენი წევრების მოქალაქეობის შესახებ ცნობები არ მოიპოვება. ლინკევიჩიუსის თანახმად, მან ახსნა-განმარტებისთვის მოიხმო ლიტვაში რუსეთის ელჩი. მისივე თქმით, ინციდენტის შესახებ რუსეთს დიპლომატიური ნოტა გაეგზავნება. რუსეთის მედიის თანახმად, ხომალდი 17 სექტემბერს დააკავეს და 19 სექტემბერს წაიყვანეს მურმანსკის პორტში.

XS
SM
MD
LG