Accessibility links

მინსკში განახლდა მოლაპარაკებები უკრაინის კრიზისზე


ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში განახლდა მოლაპარაკებები უკრაინის კრიზისის თაობაზე „საკონტაქტო ჯგუფის“ ფარგლებში, რომელშიც შედიან რუსეთი, უკრაინა, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები და ეუთო. მონაწილეთა შორის იმყოფებიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რუსეთის ელჩი კიევში მიხაილ ზურაბოვი, ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების სეპარატისტული მთავრობების ლიდერები. 5 სექტემბერს პირველ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, რაც ხუთთვიანი სისხლიანი კონფლიქტის მოგვარების „საგზაო რუკის“ შემადგენელი ნაწილია. მყიფე ზავი შენარჩუნებულია სპორადული შეტაკებების მიუხედავად. კვირის დასაწყისში უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სეპარატისტების მიერ მართულ ქვეყნის აღმოსავლეთს სამი წლის განმავლობაში ფართო ავტონომიას ჰპირდება.

XS
SM
MD
LG