Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აყვანილი თურქი მძევლები სამშობლოში დაბრუნდნენ


თურქეთის პრემიერ-მინისტრის, აჰმეტ დავუთოღლუს განცხადებით, სამშობლოში დაბრუნდა 49 თურქი, რომელიც ერაყში მძევლად ჰყავდა აყვანილი ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“. დავუთოღლუს დღევანდელი განცხადებით, გათავისუფლებული პირები თავს კარგად გრძნობენ. ისინი წელს, ივნისში შეიპყრეს, როცა ექსტრემისტები შეიჭრნენ ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ქალაქ მოსულში და კონტროლი დაამყარეს მოსულში თურქეთის საკონსულოზეც. მძევლებს შორის იყვნენ დიპლომატები, მათ შორის კონსული, სამხედრო პირები და ბავშვები. დავუთოღლუს არ უსაუბრია მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე, მაგრამ აღნიშნა, რომ მძევლების გამოშვებას მიაღწიეს დაზვერვის უწყების „საკუთარი მეთოდებით“.

XS
SM
MD
LG