Accessibility links

logo-print

უკრაინაზე მოლაპარაკებიდან პროგრესის შესახებ იუწყებიან


უკრაინის შესახებ მოლაპარაკებიდან გარკვეული პროგრესის შესახებ იუწყებიან. ე.წ.-მა საკონტაქტო ჯგუფი უკრაინის, რუსეთის, რუსეთის მომხრე სეპარატისტებისა და ეუთოს წარმომადგენლების მონაწილეობით, წუხელ მინსკში შეიკრიბა. 20 სექტემბერს გავრცელებული ცნობებით, ჯგუფმა მიაღწია რიგ შეთანხმებებს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების განსამუხტად. წინასწარი მონაცემებით, მიღწეულია შეთანხმება კონფლიქტის ზონებიდან მძიმე შეიარაღების გაყვანაზე, რეგიონში საბრძოლო თვითმფრინავებისა და უპილოტო თვითმფრინავების ფრენის შეწყვეტაზე, დაკავებული პირების გაცვლაზე და ზავის ხაზთან ეუთოს მეთვალყურეების განთავსებაზე. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, რომელიც მინსკის მოლაპარაკებაზე უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ მხარეები ასევე შეთანხმდნენ უკრაინის ტერიტორიიდან უცხოეთის ყველა შენაერთის გაყვანაზე.

XS
SM
MD
LG