Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი


ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაიწყეს მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ირანის ბირთვულ პროგრამაზე უთანხმოების მოსაგვარებლად. მოლაპარაკება 19 სექტემბერს დაიწყო ნიუ-იორკში გაეროს შტაბბინაში და მომავალი კვირის ბოლომდე გასტანს. ირანთან მოლაპარაკებაში მონაწილეობენ აშშ-ის, ჩინეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთისა და გერმანიის წარმომადგენლები. მხარეებმა წინასწარ განსაზღვრულ ვადამდე, 24 ნოემბრამდე უნდა მიაღწიონ შეთანხმებას თეირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე. ექვსეულის მოთხოვნაა, რომ ირანმა შეზღუდოს,მაგალითად, ურანის გამდიდრება, რათა ვერ შეძლოს ბირთვულ იარაღის შექმნა. ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს და, თავის მხრივ, მოითხოვს მის წინააღმდეგ გაეროსა და დასავლეთის სანქციების გაუქმებას.

XS
SM
MD
LG