Accessibility links

logo-print

ავღანეთში ხელს მოაწერენ შეთანხმებას ძალაუფლების განაწილების შესახებ


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის წარმომადგენელი, აიმალ ფაიზი აცხადებს, რომ პრეზიდენტობის ორი კანდიდატი ხელს მოაწერს შეთანხმებას ძალაუფლების განაწილების შესახებ. ფაიზი სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ ავრცელებს ცნობას, რომ ორივე კანდიდატი, აშრაფ ღანი და აბდულა აბდულა, სავარაუდოდ, 21 სექტემბერს გააფორმებენ შეთანხმებას „ეროვნული თანხმობის“ მთავრობის სტრუქტურაზე. ეს განცხადება მოჰყვა ერთმანეთში დაპირისპირებული ამ ორი კანდიდატის მოლაპარაკებას აშშ-ის შუამავლობით მომზადებულ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილების განაწილებას პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლის პოსტებს შორის. ასევე 20 სექტემბერს ავღანეთის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ 21 სექტემბერს გამოცხადდება სადავო საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები, გაყალბებული ბიულეტენების დათვლის რამდენიმეკვირიანი პროცესის შემდეგ. ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური აპრილში, მეორე ტური კი ივნისში ჩატარდა, მაგრამ ვერ დადგინდა გამარჯვებულის ვინაობა.

XS
SM
MD
LG