Accessibility links

რომის პაპი ალბანეთს ეწვია


რომის პაპი ფრანცისკე ალბანეთს ეწვია. დიდწილად მუსლიმურ ქვეყანაში პაპის ვიზიტს უსაფრთხოების მკაცრი ზომები ახლავს, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარასთან დაკავშირებით. კათოლიკე ეკლესიის ლიდერი ალბანეთს წარმოაჩენს, როგორც რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობის ნიმუშს კომუნისტური რეჟიმის პირობებში რელიგიის აკრძალვის შემდეგ. ალბანელების 10-მდე პროცენტი კათოლიკეები არიან, 60 პროცენტი - მუსლიმები. ქვეყნის კომუნისტმა ლიდერმა, ენვერ ხოჯამ 40-მდე კათოლიკე სასულიერო პირი დააპატიმრა და დახოცა მას შემდეგ, რაც 1967 წელს ალბანეთი გამოაცხადა მსოფლიოს ერთადერთ ათეისტურ ქვეყნად. ალბანეთში ფრანცისკეს ვიზიტი პირველია ევროპულ ქვეყანაში, იტალიის საზღვრებს მიღმა.

XS
SM
MD
LG