Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა არ აპირებს ჯარების უკან დახევას, ვიდრე მეამბოხეების იერიშები გრძელდება


უკრაინის სამხედრო პრესმდივნის განცხადებით, კიევი არ აპირებს აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზიდან ჯარების უკან დახევას, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების სრულად განხორციელებამდე. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესმდივანმა, ანდრეი ლისენკომ დღეს განაცხადა ასევე, რომ განვლილი დღის განმავლობაში ორი ჯარისკაცი დაიღუპა და, სულ ცოტა, რვა დაიჭრა ზავის გამოცხადების მიუხედავად. ლისენკოს თქმით, „თუ (უკრაინის ჯარები) უკან დაიხევენ, ეს მოხდება რუსეთის ჯარების გაყვანის პარლაელურად“. რუსეთი უარყოფს, რომ მისი ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ლისენკოს მონაცემებით, მეამბოხეებმა 22 ადგილას გაუხსნეს ცეცხლი უკრაინის ჯარებს 20 სექტემბერს, ანუ, მას შემდეგ, რაც უკრაინისა და სეპარატისტების წარმომადგენლებმა მინსკში მიაღწიეს შეთანხმებას ფრონტის ხაზის გასწვრივ ბუფერული ზონის შექმნაზე.

XS
SM
MD
LG