Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის საარჩევნო კომისიამ აშრაფ ღანი გამოაცხადა ახალ პრეზიდენტად


ავღანეთის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ ყოფილი ფინანსთა მინისტრი, აშრაფ ღანი გამოაცხადა ავღანეთის ახალ პრეზიდენტად. ამასთან კომისიამ აღიარა, რომ ივნისში საპრეზიდენტო არჩევნებმა „სერიოზული“ დარღვევებით ჩაიარა. არჩევნების საბოლოო შედეგი არ დასახელებულა. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის განცხადება გავრცელდა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც აშრაფ ღანიმ და მისმა მეტოქემ, აბდულა აბდულამ ხელი მოაწერეს ძალაუფლების განაწილების შესახებ შეთანხმებას ერთიანი მმართველი გუნდის შესაქმნელად. აშრაფ ღანის პრეზიდენტის პოსტი ერგო, ხოლო აბდულა აბდულას - აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელისა. ეს შეთანხმება ბოლოს უღებს რამდენიმეთვიან დავას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის გარშემო. აშრაფ ღანი და აბდულა აბდულა ერთმანეთს ადანაშაულებდნენ არჩევნების გაყალბებაში.

XS
SM
MD
LG