Accessibility links

logo-print

იემენში პრემიერი გადადგა. მეამბოხეებმა დაიპყრეს მთავრობის შენობები


იემენიდან იუწყებიან, რომ პრემიერ-მინისტრი მუჰამად ბასინდავა გადადგა მას შემდეგ, რაც შიიტმა მეამბოხეებმა 21 სექტემბერს - დედაქალაქ სანაში შეტაკებების მეოთხე დღეს - დაიპყრეს მთავრობის შენობები. კვირას მეამბოხეებმა გაააქტიურეს იერიშები მიუხედავად ცნობებისა, რომ კვირასვე, მოგვიანებით ხელი უნდა მოეწერათ გაეროს შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებისათვის. მეამბოხეები აკონტროლებენ სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიის შენობასაც. იემენის პრეზიდენტი აბუ-რაბუ მანსურ ჰადი მიანიშნებს ირანის მხარდაჭერაზე შიიტი ჰუტების კლანის მეამბოხეებისათვის, რომლებიც წლებია, უპირისპირდებიან მთავრობის ჯარებსა და მის ერთგულ თემებს. ბრძოლები გამწვავდა 18 სექტემბერს, სანაში შიიტ დემონსტრანტებსა და უშიშროების ძალებს შორის შეტაკებების შემდეგ.

XS
SM
MD
LG