Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის რამდენიმე ქალაქში იმართება უკრაინაში ომის მოწინააღმდეგეთა აქციები


მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ათასობით ადამიანი შეიკრიბა უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციებში - სამშვიდობო სვლებში - მონაწილეობის მისაღებად. აქციებზე აპროტესტებენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში. მოსკოვში პოლიციამ დააკავა ერთი დემონსტრანტი. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, სულ აქციაზე მივიდა 15 ათასამდე ადამიანი. იუწყებიან, რომ შეიკრიბნენ უკრანიაში რუსეთის მომხრე სეპარატისტების მხარდამჭერებიც, რომლებიც კონტრდემონსტრაციებს მართავენ. სანქტ-პეტერუბრგში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი გამოელაპარაკა სამშვიდობო სვლის რამდენიმე მონაწილეს, მათ შორის ანდრეის. „აქ მოვედი იმიტომ, რომ უკმაყოფილო ვარ ჩვენი მთავრობით და არასწორად მიმაჩნია პოლიტიკა, რომელსაც ის ახლა ატარებს“, ამბობს პეტერბურგელი ანდრეი. სამშვიდობო სვლები იმართება რუსეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ეკატერინბურგში და უცხოეთშიც - კიევში, პარიზში, პრაღაში, ბერლინში, ვაშინგტონში. აქციები იმართება გაეროს მიერ გამოცხადებულ მშვიდობის საერაშორისო დღეს, რომელიც ყოველ წელს 21 სექტემბერს აღინიშნება.

XS
SM
MD
LG