Accessibility links

logo-print

ტურჩინოვს ხელი არ მოუწერია დონბასის სტატუსზე კანონისთვის


უკრაინის პარლამენტის - „ვერხოვნა რადის“ თავმჯდომარე ალექსანდრ ტურჩინოვს ხელი არ მოუწერია დონბასის განსაკუთრებულ სტატუსზე. გადაწყვეტილება პარლამენტმა 16 სექტემბერს მიიღო. ტელეარხ ICTV-ის ეთერში მან აღიარა, რომ არის პრობლემები კანონის ტექსტთან დაკავშირებით. ერთი ვერსიით, საგანგებო სტატუსის მქონე ტერიტორიის საზღვრებს ადგენს პარლამენტი, მეორე ვერსიით კი - აღმოსავლეთ უკრაინაში სპეცოპერაციის შტაბი. ტექსტის პირველი ვარიანტი დეპუტატებს დაურიგდათ, მეორე კი რადაში კენჭისყრის შემდეგ გამოჩნდა საიტზე. ტურჩინოვმა განაცხადა, რომ მას შეუძლია ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, განსაკუთრებული სტატუსის ტერიტორიების საზღვრებს „ვერხოვნა რადა“ დაადგენს. ტურჩინოვის განცხადებებამდე უკრაინის მედიაში გაჩნდა ინფორმაცია კენჭისყრის შემდეგ კანონის ტექსტში ცვლილებების შესახებ. 16 სექტემბერს უკრაინის პარლამენტმა დახურულ სხდომაზე მიიღო კანონი დონბასის ზოგიერთი რაიონის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ.

XS
SM
MD
LG