Accessibility links

logo-print

ამერიკული თანამგზავრი MAVEN-ი მარსის ორბიტაზე გავიდა


აშშ-ის სამეცნიერო თანამგზავრი MAVEN, რომელიც მარსისკენ ათი თვის წინ გაუშვეს და რომელმაც 700 მილიონი კილომეტრი დაფარა, პლანეტის ორბიტაზე გავიდა. ამერიკის კოსმოსური სააგენტოს (NASA) ინფორმაციით, მომავალი თვენახევრის განმავლობაში სპეციალისტები იზრუნებენ თანამგზავრის მდებარეობის კორექტირებაზე და შეამოწმებენ მისი დანადგარების მუშაობას. ამის შემდეგ აპარატი შეუდგება მარსის ატმოსფეროს შესწავლას. თანამგზავრის ამოცანაა მარსის ატმოსფეროს ზედა ფენებისა და მისი მზესთან ურთიერთქმედების შესწავლა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მარსის კლიმატი, რომელიც მილიარდობით წლის წინ თბილი და ტენიანი იყო, გაცივდა და გამოშრა იმის გამო, რომ მზის ქარი მარსის აიროვან გარსს მუდმივად კოსმოსისკენ უშვებს.

XS
SM
MD
LG