Accessibility links

logo-print

პეტრო პოროშენკო - უკრაინა მზად უნდა იყოს თავდაცვისთვის


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინა მზად უნდა იყოს თავდაცვისთვის, თუკი პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებთან სამშვიდობო პროცესი ჩაიშლება. ამასთან, პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია. 21 სექტემბერს პოროშენკომ მედიას აგრეთვე განუცხადა, რომ უკრაინამ დაკარგა თავისი სამხედრო ტექნიკის 65% დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში ოპერაციის მიმდინარეობისას. კვირას პოროშენკომ ილაპარაკა დონბასის სპეციალური სტატუსის მქონე რაიონების შესახებაც - რომ ამ რაიონების პერიმეტრს უკრაინის მესაზღვრეები გააკონტროლებენ. უკრაინის ტელეარხებისთვის მიცემულ ინტერვიუში პოროშენკომ აღნიშნა, რომ კიევი მზად არის დააფინანსოს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ის ტერიტორიები, რომლებიც უკრაინის დროშის ქვეშ დაბრუნდებიან. პეტრო პოროშენკომ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ უკრაინის პარლამენტის - „ვერხოვნა რადის“ გადაწყვეტილებები - ამნისტიისა და დონბასის რეგიონებისთვის საგანგებო სტატუსის მინიჭების შესახებ - კონფლიქტის დეესკალაციას უწყობს ხელს. ასე რომ არ ყოფილიყო, პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა ვერ მიიღებდა საერთაშორისო მხარდაჭერას და შესაძლებელია, კიევს დაბრალებოდა სამშვიდობო პროცესის ჩაშლა.

XS
SM
MD
LG