Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში გრძელდება სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები


აჭარის რეგიონში ძლიერი წვიმით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში შენობების პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვა დღის ბოლომდე დასრულდება. სტიქიით გამოწვეული პრობლემების გამო კვლავ წყალმომარაგების გარეშეა ქალაქის გარეუბნების ნაწილი. ადგილობრივი მთავრობის ცნობითვე, ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება ქობულეთის, ქედის, ხულოს, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. ორდღიანი ძლიერი წვიმით გამოწვეულმა მეწყერმა ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში 13 ოჯახი დააზარალა. მეწყერმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში დააზიანა ცენტრალური გზები, რომლებიც აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უკვე გაწმენდილია, სოფლების შიდა გზების გასაწმენდად კი მუშაობა გრძედება. სტიქიით მიყენებული ზარალის მოცულობას საგანგებოდ შექმნილი კომისია დაადგენს.

XS
SM
MD
LG