Accessibility links

logo-print

თეთრი სახლი მიესალმა ავღანეთში მიღწეულ შეთანხმებას


თეთრი სახლი მიესალმა ავღანეთში მიღწეულ შეთანხმებას ძალაუფლების განაწილების თაობაზე, რომლითაც დასრულდა თვეების განმავლობაში არსებული უთანხმოება საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე. შეთანხმების თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი გახდება აშრაფ ღანი, ხოლო არჩევნებში მისი მეტოქე, აბდულა აბდულა იმუშავებს მთავარი აღმასრულებლის ახლადშექმნილ თანამდებობაზე. შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე საათში ქვეყნის საარჩევნო კომისიამ ღანი გამოაცხადა ივნისში ჩატარებული მეორე ტურის გამარჯვებულად, თუმცა უარი განაცხადა ხმების დათვლის საბოლოო შედეგის გამოქვეყნებაზე. თეთრი სახლი მიესალმა შეთანხმების მიღწევას და განაცხადა, რომ ავღანეთისთვის წინსვლის ერთადერთი გზა „დემოკრატიული პროცესის პატივისცემაა.“ ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მიესალმება „ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას“ და დასძენს, რომ წევრი ქვეყნები მოუთმენლად ელიან თანამშრომლობის დაწყებას ახალ, „ეროვნული ერთიანობის მთავრობასთან“. ნატომ იმედი გამოთქვა, რომ ორი ლიდერი „ჭეშმარიტი პოლიტიკური პარტნიორობის სულისკვეთებით“ იმუშავებს.

XS
SM
MD
LG