Accessibility links

logo-print

პოროშენკო: კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს


უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა თავდაცვისთვის მზად უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუკი პრორუსულად განწყობილ მეამბოხეებთან სამშვიდობო პროცესი ჩაიშლება. თუმცა, ამავე დროს, პოროშენკოს განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტი არ შეიძლება სამხედრო გზით გადაიჭრას. უკრაინის მედიასთან საუბრისას პოროშენკომ 21 სექტემბერს ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ თავისი მძიმე სამხედრო შეიარაღების 65 პროცენტი დაკარგა ფრონტის ხაზზე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მიმდინარე ბრძოლის დროს. კიევი და პრორუსულად განწყობილი მეამბოხეები ცეცხლის შეწყვეტაზე 5 სექტემბერს შეთანხმდნენ. არაერთი დარღვევის მიუხედავად, მხარეები 19 სექტემბერს შეთანხმდნენ არტილერიის და სხვა სახის მძიმე შეიარაღების გატანაზე 30-კილომეტრიანი ბუფერული ზონის კიდეში. თუმცა უკრაინის არმიამ 21 სექტემბერს განაცხადა, რომ არ შექმნის ბუფერულ ზონას და მეამბოხეებს და რუსეთის სამხედროებს სამთავრობო ძალებისთვის სროლაში დასდო ბრალი. მოსკოვი უარყოფს უკრაინაში სამხედროების გაგზავნას.

XS
SM
MD
LG