Accessibility links

როჰანი: ირანი ახლო აღმოსავლეთს დაიცავს „ტერორისტებისგან“


ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი აცხადებს, რომ თეირანი ახლო აღმოსავლეთის ხალხს დაეხმარება „ტერორისტებისგან“ თავის დაცვაში. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე გაკეთებულ განცხადებაში როჰანიმ 22 სექტემბერს თქვა, „ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა და შეიარაღებული ძალები მათ ყველგან დაეხმარებიანო.“ 21 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მოჰამად ჯავად ზარიფთან ნიუ-იორკში განიხილა ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების მიერ შექმნილი საფრთხე. მათი შეხვედრის ფონი იყო ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის მიმდინარე მორიგი მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე. კერის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან ბრძოლაში ირანს შეუძლია როლის შესრულება. თუმცა ირანი არ არის შესული აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციაში, რომლის მიზანს ექსტრემისტულ ჯგუფთან ბრძოლა წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG