Accessibility links

„ერაზმუსის“ პროგრამა განათლების გარდა ხელს უწყობს გამრავლებასაც


ევროკავშირის ცნობით, სტუდენტთა გაცვლითმა პროგრამამ, რომელიც „ერაზმუსის“ სახელით არის ცნობილი, 1987 წლიდან ხელი შეუწყო სტუდენტთა დაოჯახებას და მილიონამდე ბავშვის დაბადებას. 22 სექტემბერს გამოქვეყნებული „ერაზმუსის“ ყოფილ სტუდენტებს შორის ჩატარებული გამოკვლევა ცხადყოფს, რომ 27-მა პროცენტმა სწორედ სწავლის პერიოდში იპოვა ცხოვრების მეგზური. როგორც ევროკავშირის განათლების საკითხების კომისარმა ანდროულა ვასილიოსმა აღნიშნა, ამ წყვილების დაოჯახების შემდეგ „დაახლოებით ერთი მილიონი ერაზმუსის ბავშვი გაჩნდა.“ ევროკავშირის ცნობით, პროგრამამ მასში მონაწილე სტუდენტებს შორის სამუშაოს მიღების პერსპექტივაც გაზარდა. პროგრამა „ერზსმუსში“ ევროკავშირის 28 წევრი ქვეყანა და ასევე ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია და თურქეთი მონაწილეობენ. პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს ისწავლოს საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში და მოიპოვონ შესაბამისი დაფინანსება.

XS
SM
MD
LG