Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა გაეროს შტაბ-ბინაში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს შტაბბინაში მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPD) სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ICPD სამოქმედო პროგრამის მიღების შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულების განვითარება-ხელშეწყობის კუთხით. კერძოდ. შემცირდა მშობიარობისას გარდაცვლილი ქალების რაოდენობა, ხდება უფრო მეტი არასასურველი ორსულობის პრევენცია, გაფართოვდა ახალგაზრდების შესაძლებლობები. "ჩემმა ქვეყანამ განახორციელა რამდენიმე საკანონმდებლო და ინსტიტუციური ინიციატივა ადამიანის უფლებათა სფეროს მოსაწესრიგებლად, 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის, 2014-2015 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ჩათვლით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც საკუთარ გამოსვლაში პრემიერმა აღნიშნა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დევნილების საკითხი.

XS
SM
MD
LG