Accessibility links

logo-print

ლიტერატურულმა კონკურსმა "საბამ" ლაურეატები დაასახელა


თბილისში, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა „საბას“ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება. საქართველოს მთავარი ლიტერატურული პრემიის 2014 წლის ლაურეატთა შორის რადიო „თავისუფლების“ ორი თანამშრომელია: წლის საუკეთესო პოეტურ კრებულად ჟიურიმ ეკა ქევანიშვილის „სახლის გაყიდვა“ აღიარა, ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა“ წარმატება ხვდა გოგი გვახარიას „ცრემლიან სათვალეს“. დანარჩენ ნომინაციებში „საბა-2014“ გადაეცათ: საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - ლია ლიქოკელს („დევის ცოლის სიცილი“, პოეზია) და Toresa Mossy-ს („სიბრძნე სიცრუისა“, პროზა); საუკეთესო პიესა - დავით გაბუნიას (პიესების კრებული); საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - თამაზ კვაჭანტირაძეს („განსჯანი“); საუკეთესო ქართული თარგმანი - გიორგი გოკიელს (ლუის კეროლის „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“); საუკეთესო პროზაული კრებული - არჩილ ქიქოძეს („ჩიტის და კაცის ამბავი“); საუკეთესო რომანი - ზვიად კვარაცხელიას („ფორმა № 100“); ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი - დონალდ რეიფილდს (ოთარ ჭილაძის „აველუმი“). „საბას“ პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა პოეტსა და მთარგმნელს დავით წერედიანს.

XS
SM
MD
LG