Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალჟირში ექსტრემისტებმა ფრანგი გაიტაცეს


ალჟირში საფრანგეთის მოქალაქე კაცი გაიტაცა მებრძოლთა ჯგუფმა, რომელიც დაკავშირებულია „ისლამურ სახელმწიფოსთან“. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა დაადასტურა. ერვე გურდელი კვირას გაიტაცეს. ლორან ფაბიუსის თქმით ვიდეო, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა და სადაც ნაჩვენებია, როგორ იტაცებენ შეიარაღებული პირები ერვე გურდელს და მოუწოდებენ საფრანგეთს, შეწყვიტონ ოპერაცია ერაყში, ავთენტურია. მისი თქმით, საფრანგეთი ყველა ღონეს იხმარს, რათა გათავისუფლოს მოტაცებული ფრანგი, მაგრამ დასძინა, რომ ვითარება „განსაკუთრებულად კრიტიკულია“.

XS
SM
MD
LG