Accessibility links

მანანა კობახიძე: ციხეში სიტუაცია კონტროლირებადია


საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ციხეში მყოფ "კრიმინალურ ავტორიტეტთა" სატელეფონი საუბრების საფუძველზე , რომელიც ტელეეთერით გავრცელდა, საგამოძიებო პროცესის დაწყების საჭიროებას ვერ ხედავს. კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიტუაცია კრიმინალების მიერ არ იმართება და დასძინა, რომ ამ თემაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სისტემის დისკრედიტაციის მიზნით აპელირებს.

XS
SM
MD
LG