Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი: აშშ-ის ძალები სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს უტევენ


პენტაგონის განცხადებით, აშშ-მა და მისი „პარტნიორი ქვეყნების ძალებმა“ დაიწყეს საჰაერო დარტყმების განხორციელება სირიაში სავარაუდოდ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტთა ობიექტებზე. პენტაგონის ცნობით ოპერაცია ახლაც მიმდინარეობს და მოიცავს საბრძოლო თვითმფრინავებს და რაკეტებს. დამასკის განცხადებით, საჰაერო თავდასხმების დაწყებამდე ვაშინგტონმა გაეროში სირიის ელჩს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა. საჰაერო იერიშები ნაწილია გაფართოებული სამხედრო კამპანიისა, რომელიც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაამტკიცა დაახლოებით ორი კვირის წინ, ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების განადგურების მიზნით. ექსტრემისტებს დაპყრობილი აქვთ მოზრდილი ტერიტორიები სირიასა და ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყში. მათ დახოცეს ათასობით ადამიანი, თავი მოკვეთეს დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებს, მათ შორის ორ ამერიკელ ჟურნალისტს და ბრიტანელ ჰუმანიტარულ მუშაკს.

XS
SM
MD
LG