Accessibility links

გაეროს სამიტზე კლიმატის ცვლილებებზე იმსჯელებენ


23 სექტემბერს იმართება გაეროს სამიტი კლიმატის ცვლილებების საკითხებზე. ერთდღიან შეხვედრას, რომელზეც სათბურის გაზების ემისიის შემცირებაზე იმსჯელებენ, 120-მდე ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა. ქვეყნების მხრიდან კონკრეტული დაპირებების მიღების გარდა, გაეროს სამიტი მიზნად ისახავს ბიზნეს-სამყაროს ლიდერებს უბიძგოს მათ კომპანიებში ნახშირბადის ემისიის შემცირებისკენ. სამიტის გახსნის წინ მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ მთავრობებს 1000-მდე კომპანია შეუერთდება ისეთი საკითხების განსაზღვრაში, როგორებიცაა ნახშირბადის ემისიაზე ფასის დადგენა და უფრო სუფთა ენერგეტიკის ტექნოლოგიების შემუშავება.

XS
SM
MD
LG