Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა უიღურ მეცნიერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა


ჩინეთის სასამართლომ ცნობილ უიღურ მეცნიერს და უიღურთა უმცირესობის უფლებებისთვის მებრძოლ პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა სეპარატიზმის ბრალდებით პროცესზე, რომელიც, მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებით, პოლიტიკურად იყო მოტივირებული. მკვლევარი, 44 წლის ილჰამ ტოჰტი, წარსულში პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. ის მწვავედ აკრიტიკებდა ჩინეთის მიერ დასავლეთის სინიანის რეგიონში გატარებულ პოლიტიკას. მისი სასამართლო პროცესი რეგიონის დედაქალაქ ურუმჩიში გაიმართა. ტოჰტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მთავრობის კრიტიკოსების აზრით, ამ განაჩენმა შესაძლოა გაზარდოს დაძაბულობა სინიანში, სადაც 8 მილიონამდე უიღური სახლობს. უიღურები თურქულენოვანი ხალხია, ტრადიციით სუნიტური ისლამის მიმდევარი.

XS
SM
MD
LG