Accessibility links

logo-print

151 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა ავღანეთიდან


ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა სპეციალური ოპერაციების ძალთა სამთო-სადაზვერვო ბატალიონის 151 სამხედრო მოსამსახურე. ისინი ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში სამშვიდობო მისიას 6 თვის განმავლობაში ასრულებდნენ ავღანეთის ყანდაარის საავიაციო ბაზაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედროები, რომლებიც კოალიციურ ძალებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციებში მონაწილეობდნენ, სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. ბატალიონის სრული შემადგენლობა საქართველოში ეტაპობრივად, რამდენიმე კვირის განმავლობაში დაბრუნდება.

XS
SM
MD
LG