Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი დღეს სიტყვით გამოვა კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ გაეროს სამიტზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ნიუ-იორკში სიტყვით გამოვა კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ გაეროს სამიტზე. დღესვე დაგეგმილია მისი პირისპირ შეხვედრები ლატვიის, ლიტვის და თურქეთის პრეზიდენტებთან - ანდრის ბერჟინსთან, დალია გრიბაუსკაიტესა და რეჯეპ ტაიპ ერდოანთან. 22 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე, რომელზეც მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხი განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დევნილთა პრობლემებზე გაამახვილა. მისი განცხადებით, რამდენიმე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად საქართველოში 450 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია, რომელთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეულად დაბრუნების პირობები ვერ კმაყოფილდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის ძირითად მიზნად რჩება დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, სანამ შესაძლებელი არ გახდება მათი უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება.

XS
SM
MD
LG