Accessibility links

logo-print

პენტაგონი: სირიაში ექსტრემისტების წინააღმდეგ კამპანიას სპარსეთის ყურის ქვეყნები და იორდანია შეუერთდნენ


აშშ-მა და რამდენიმე არაბულმა სახელმწიფომ დაიწყეს საჰაერო თავდასხმები სირიაში, ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო ობიექტებზე - რამაც გააფართოვა კამპანია, რომელიც ამ დრომდე ერაყის ტერიტორიით იყო შემოფარგლული. პენტაგონი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ კამპანიაში მონაწილე ქვეყნებს შორის არიან იორდანია, საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნები, ბაჰრეინი, ყატარი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები. განცხადების თანახმად, აშშ-მა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ სამიზნეებზე 14 იერიში განახორციელა საბრძოლო თვითმფრინავებით, ბომბდამშენებით და უპილოტო თვითმფრინავებით. განცხადების თანახმად „თავდასხმებმა გაანადგურა ან დააზიანა ‘ისლამური სახელმწიფოს’ მრავალი სამიზნე ... რომლებიც მოიცავდა მებრძოლებს, საწვრთნელ ცენტრებს, შტაბ-ბინებს და ბრძანების გამცემ ობიექტებს, შემნახველ ობიექტებს, ფინანსურ ცენტრს, მომარაგებისთვის განკუთვნილ სატვირთო მანქანებს და დაჯავშნულ მანქანებს.“

XS
SM
MD
LG