Accessibility links

logo-print

მსოფლიოს ლიდერები გაეროს სამიტზე იმყოფებიან


მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები იმყოფებიან ნიუ-იორკში, გაეროს სამიტზე, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეძღვნება. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა ერთდღიანი ღონისძიების გახსნისას 120-მდე ქვეყანას მოუწოდა „ახალი კურსი“ დასახონ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში. სამიტის მიზანია წევრი ქვეყნები განეწყონ კლიმატის საკითხებზე ახალი, ყოვლისმომცველი შეთანხმების ხელმოსაწერად, რაც მომავალ წელს პარიზში უნდა მოხდეს. ამასთან, სამიტი მიზნად ისახავს ბიზნეს-სამყაროს ლიდერებს უბიძგოს მათ კომპანიებში ნახშირბადის ემისიის შემცირებისკენ. სამიტის გახსნის წინ მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ მთავრობებს 1000-მდე კომპანია შეუერთდება ისეთი საკითხების განსაზღვრაში, როგორებიცაა ნახშირბადის ემისიაზე ფასის დადგენა და უფრო სუფთა ენერგეტიკის ტექნოლოგიების შემუშავება.

XS
SM
MD
LG