Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება - მას შემდეგ, რაც ექსტრემისტულ ჯგუფზე აშშ-ის ხელმძღვანელობით პირველი საჰაერო თავდასხმები განხორციელდა სირიის ტერიტორიაზე. ობამა ამ განცხადებით გამოვიდა თეთრ სახლში, სანამ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაემგზავრებოდა. მისი თქმით, აშშ ამაყია რომ საჰაერო თავდასხმებს ბაჰრეინის, ყატარის, საუდის არაბეთის, იორდანიის და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მხარდამხარ ახორციელებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საჰაერო კამპანიაში ხუთი არაბული სახელმწიფოს მონაწილეობა „მსოფლიოს მკაფიოდ აჩვენებს“, რომ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში აშშ მარტო არ არის. ამასთან, ობამა გამოვიდა გაფრთხილებით, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან ბრძოლას დრო დასჭირდება და დასძინა, ვაშინგტონი ამ ჯგუფის დასამარცხებლად გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროაო.

XS
SM
MD
LG