Accessibility links

logo-print

აშშ-ში საქართველოს ელჩი "ფორინ პოლისის" კორესპონდენტს უზუსტობაში ადანაშაულებს


აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე უარყოფს, რომ ჟურნალ „ფორინ პოლისის“ კორესპონდენტთან საუბარში დაადასტურა ცნობა, თითქოს საქართველომ გამოთქვა წინადადება თავის ტერიტორიაზე განათავსოს საწვრთნელი ბაზა სირიელი მეამბოხეების მოსამზადებლად. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, „ფორინ პოლისი“ იუწყება, რომ ეს წინადადება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილია. მაგრამ ნიუ იორკში, ჟურნალისტებთან საუბრისას, გეგეშიძემ თქვა, რომ „ფორინ პოლისის“ კორესპონდენტმა არასწორად მოიყვანა მისი სიტყვები. როგორც ჩანს, კვალიფიკაციის პრობლემა უცხოურ მედიაში არსებობსო, დასძინა გეგეშიძემ.

XS
SM
MD
LG