Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აფეთქებამ შეიწირა, სულ ცოტა, 14 ადამიანი


ბაღდადში, სულ ცოტა, 14 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. პოლიციის ცნობით, მანქანა აფეთქდა შიიტების უბანში, სავაჭრო ცენტრთან. ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა იკისრა ბოლოხანს ბაღდადში მოწყობილ რამდენიმე აფეთქებაზე. ერაყელი და ქურთი მეამბოხები აშშ-ისა და საფრანგეთის სამხედრო თვითმფრინავების მხარდაჭერით ებრძვიან „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ ექსტრემისტებს, რომლებმაც ბოლო თვეებში ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიპყრეს ჩრდილოეთ და დასაველთ ერაყში.

XS
SM
MD
LG