Accessibility links

logo-print

რუსეთის დუმა მედიასაშუალებებში უცხოელი აქციონერების მონაწილეობას ზღუდავს


რუსეთის სახელმწიფო დუმამ სამშაბათს პირველი მოსმენით მოიწონა კანონპროექტი, რომლითაც იზღუდება უცხოელი აქციონერების მონაწილეობა რუსეთის მედიასაშუალებებში. ინიციატივას მხარი დაუჭირა 434-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო ერთი. დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოელი აქციონერების მაქსიმალური წილის 50-დან 20 პროცენტამდე შემცირებას იმ კომპანიებში, რომლებიც მედიასაშუალებებს ფლობენ. დაგეგმილია, რომ უცხოელ ფიზიკურ და იურიდიული პირები, აგრეთვე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, ან მოქალაქეობის არმქონე პირები ვეღარ გახდებიან მედია-საშუალებების დამფუძნებლები რუსეთში. დღეს მოქმედი კანონით, უცხოელი აქციონერების მონაწილეობა 50%-ით განისაზღვრება და ის მხოლოდ რადიოსა და ტელევიზიას ეხება.

XS
SM
MD
LG