Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა - აშშ გააგრძელებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას. სირიის ტერიტორიაზე ექსტრემისტების სამიზნეებზე პირველი საჰაერო იერიშის შემდეგ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრებამდე, თეთრ სახლში გამოსვლისას ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ „ამაყობს" იდგეს ბაჰრეინის, კატარის, საუდის არაბეთის, იორდანიისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების "მხარდამხარ" ექსტრემისტების წინააღმდეგ. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, 5 არაბული ქვეყნის მონაწილეობა საჰაერო ოპერაციაში „მსოფლიოსთვის ნათელს ხდის“ რომ აშშ არ არის მარტო „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში. ობამა თვლის, რომ ეს ბრძოლა კარგა ხანს გაგრძელდება და ვაშინგტონი გააკეთებს ყველაფერს ექსტრემისტების დასამარცხებლად.

XS
SM
MD
LG