Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ისევ მოეწყო საჰაერო დარტყმები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ


ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, წუხელ საჰაერო დარტყმები მოეწყო სირიაში, თურქეთთან საზღვრის მახლობლად - ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“. ამ წყაროს ცნობით, სამხედრო თვითმფრინავები სირიაში თურქეთის მიმართულებიდან შეფრინდნენ და იერიშები განახორციელეს ქალაქ კობანის დასავლეთით. მაგრამ თურქეთმა 24 სექტემბერს გამოაცხადა, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დარტყმებისათვის არ გამოუყენებიათ არც მისი საჰაერო სივრცე და არც მისი სამხედრო-საჰაერო ბაზა ინჩირლიკში. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია იუწყება ასევე საჰაერო იერიშების შესახებ სირიის ქალაქ ალ-ბუკამალში, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. ეს ქალაქი ერაყთან საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ამ ცნობებს ჯერ არ მოჰყოლია შეერთებული შტატების, ან მისი არაბი მოკავშირეების გამოხმაურება.

XS
SM
MD
LG