Accessibility links

logo-print

დაკავებულ უკრაინელ პილოტს მოსკოვში ჩაუტარებენ ფსიქიატრიულ შემოწმებას


რუსი გამომძიებლები აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების პილოტს, ნადია სავჩენკოს, რომელიც რუსეთშია დაკავებული, მოსკოვში ჩაუტარდება ფსიქიატრიული შემოწმება. საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივნის, ვლადიმირ მარკინის განმარტებით, ფსიქიატრიული შემოწმება არის რუსეთის კანონებით გათვალისწინებული „ჩვეული პროცედურა“, როცა საქმე ეხება „სერიოზულ დანაშაულებს“. სავჩენკო ივნისში დააკავეს და რუსეთში უპირებენ გასამართლებას. მას წაყენებული აქვს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდება. ჟურნალისტები დაიღუპნენ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გაშუქებისას. სავჩენკო ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG