Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია დამატებით სანქციებს უწესებს რუსეთს


იაპონია აცხადებს, რომ რუსეთს უწესებს დამატებით სანქციებს, სხვა ქვეყნების, მათ შორის მოკავშირე შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად. იაპონიის მთავრობის მდივნის, იოშიჰიდე სუგას განმარტებით, ახალ სანქციებს შორის არის იაპონიაში რუსეთის ზოგი ბანკის საქმიანობის შეზღუდვა და შემოწმებების გამკაცრება, რათა არ მოხდეს რუსეთში იარაღის შეტანა. „უკრაინაში ვითარების გათვალისწინებით, აგრეთვე "დიდი შვიდეულის" შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართება გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დროს, ეს არის ის, რას გაკეთებაც მოვიფიქრეთ "დიდი შვიდეულის" ჩარჩოებში თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, განაცხადა იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა. იაპონიამ სანქციები დაუწესა რუსეთს მარტში ყირიმის ანექსიის შემდეგ, მაგრამ ეს სანქციები უფრო რბილია, ვიდრე ზომები, რომლებსაც ევროკავშირმა და აშშ-მა მიმართეს.

XS
SM
MD
LG