Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი: ადამიანის უფლებები „დარტყმის ქვეშაა“ მთელს მსოფლიოში


ნიუ-იორკში დაიწყო გენერალური დებატები გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში. დებატების გახსნისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა გამოთქვა შეფასება, რომ ადამიანის უფლებები "დარტყმის ქვეშ" არის მთელს მსოფლიოში. „მრავალფეროვნებას საფრთხე ემუქრება ექსტრემისტებისაგან, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მათი გზაა ერთადერთი სწორი გზა. განიარაღება ითვლება შორეულ ოცნებად, რომელსაც საბოტაჟს უწყობენ ისინი, ვინც ხელს ითბობს გაუთავებელი ომებით. შეიძლება შეგექმნას შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო ნამსხვრევებად იშლება მაშინ, როცა კრიზისი კრიზისს ემატება და დაავადებები ვრცელდება“, განაცხადა ბან კი მუნმა. გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 69-ე სხდომაზე განსახილველ თემებს შორის არის ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ შექმნილი საფრთხეები, ებოლის ვირუსის გავრცელება და უკრაინაში რუსეთის აგრესიული მოქმედება. სესიაში მონაწილეობენ 140-მდე ქვეყნის ლიდერები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დებატები 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG